ანგარიშის წაშლა

ანგარიშისა და მონაცემების წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია. მოთხოვნას 7 სამუშაო დღეში ვასრულებთ და დასრულებისას გატყობინებთ.

როგორ მოვითხოვო

  1. 1აპლიკაციაში ან საიტზე გახსენი ჩემი ანგარიში და დააჭირე „ანგარიშის წაშლას“.
  2. 2ან მოგვწერე dliveqartuli@gmail.com. მოთხოვნა იმ ნომრიდან უნდა მოვიდეს, რომლითაც ანგარიში შექმენი — სხვისი ანგარიშის წაშლას ვერავინ მოითხოვს.

რა იშლება

  • სახელი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი
  • ყველა შენახული მისამართი — სადარბაზო, სართული, ბინა, დომოფონის კოდი, კოორდინატი
  • შეტყობინებების გამოწერები, ანუ ტელეფონზე შეტყობინებები აღარ მოვა
  • კალათა და პროდუქტის მოლოდინის („შემატყობინე“) ჩანაწერები
  • SMS-კოდების ჩანაწერები

ამის შემდეგ იმავე ნომრით შესვლა ახალ, ცარიელ ანგარიშს შექმნის.

რა რჩება და რატომ

დასრულებული შეკვეთები რჩება — რა გაიყიდა, რა ფასად და როდის. ეს მაღაზიის საბუღალტრო ჩანაწერია და კანონით შესანახია; მისი წაშლა ჩვენს ხელში არ არის.

რაც იშლება, ისაა კავშირი ამ ჩანაწერსა და შენს ვინაობას შორის: სახელი, ნომერი და მისამართი ჩამოშორდება, შეკვეთა კი ანონიმურ სტრიქონად რჩება. შენახვის ვადა — 6 წელი.

მიწოდების ფოტოები, თუ კურიერმა გადაიღო, იშლება 90 დღე გასვლისთანავე.

სრული აღწერა — კონფიდენციალურობის პოლიტიკა.